Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | „საბა 2017-ის“ მიერ გამოვლენილ საუკეთესო ელექტრონულ წიგნს „პალიტრა L“გამოსცემს
ambebi.ge
22 September 2017, 18:21
30 სექტემბერი თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სწორედ ამ დღეს გაიმართება ლიტერატურული პრემია ”საბას” რიგით მეთხუთმეტე დაჯილდოება.თანამედროვე ქართველი მწერლები და მათი მკითხველები მოუთმენლად ელიან გამარჯვებულთა გამოცხადებას.

წლევანდელი „საბა“ ტრადიციულად საინტერესო და აღმაფრთოვანებელი იქნება არამხოლოდ ლიტერატურის ქომაგთათვის, არამედ რიგითი მკითხველისთვისაც.

გამარჯვებულებს 11 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლენენ. ამ დროისთვის, „საბას“ პრემიის მოლოდინშია 47 ფინალისტი.
განსაკუთრებული პრიზი ელის ნომინაციაში „წლის საუკეთესო ელექტრონული წიგნი“ გამარჯვებულს.მისთვის გრანდიოზული საჩუქარი მოამზადა გამომცემლობამ „პალიტრა L”.

როგორც უკვე ცნობილია, აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებულ წიგნს „პალიტრა L” დაბეჭდავს, დაეხმარება მის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას და, წარმატების შემთხვევაში, მის უცხო ენებზე თარგმნასაც უზრუნველყოფს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენი ჟურნალისტი „პალიტრა L”-ის მთავარ რედაქტორს, ქალბატონ მაია ალუდაურს გაესაუბრა.

მაია ალუდაური: „საბა“ მთავარი მოვლენა გახლავთ საქართველოს ლიტერატურულ ცხოვრებაში და ძალიან გვიხარია, რომ მისი პარტნიორი გავხდით. გვახარებს, რომ საშუალება გვექნება უფრო მეტ მკითხველს შევთავაზოთ ნაწარმოები, რომელიც საუკეთესოს სტატუსს მოიპოვებს, მაგრამ წიგნად ჯერ არ არის გამოცემული.ჩვენი მთავარი მოტივაციაც სწორედ ეს გახლავთ – გავხადოთ გამარჯვებული წიგნი უფრო ხელმისაწვდომი და ჩვენი ყველა რესურსის გამოყენებით ხელი შევუწყოთ Advertisement წიგნის რაც შეიძლება მეტ მკითხველამდე მიტანას.შესაძლოა, მომავალი ელექტრონულ წიგნებს ეკუთვნის, მაგრამ ამ ეტაპზე მკითხველთა უდიდესი ნაწილი რეალურ წიგნს ანიჭებს უპირატესობას და, მწერალთან ერთად, ამ ტიპის მკითხველისთვისაც სასიამოვნო იქნება ჩვენი საჩუქარი.

მინდა წარმატება ვუსურვო ყველა ნომინანტს და თავად ლიტერატურულ კონკურსს „საბას“.

ამახალ ამბავთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ დაჯილდოების ერთ-ერთ ორგანიზატორს, ქალბატონ მაია ძირკველიშვილსაც.

მაია ძირკველიშვილი: ვფიქრობ, „პალიტრა L” -ის ინიციატივის გამო, წლევანდელი „საბა“ განსაკუთრებით საინტერესო იქნება.რაც შეეხება ელექტრონული წიგნების ნომინაციას, ის შარშან დაემატა ჩვენს პრემიას, ასეთი გრანდიოზული საჩუქარი კი პირველად გვაქვს.წელს, ამ ნომინაციაში, 40-მდე წიგნი იყო წარმოდგენილი, აქედან ფინალში მოხვდა 4.

ცნობისთვის, წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენის სტატუსის მფლობელი, საბას პრემია 2003 წლიდან იღებს სათავეს.პირველი დაჯილდოების საპრიზო ფონდი 19 ათასი ლარი გახლდათ, წელს კი ამ თანხამ უკვე 52 ათასი ლარი შეადგინა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი